მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“კალაძემ ნამდვილად დასვა ტოლობის ნიშანი ძალადობრივ ქმედებებსა და ჟურნალისტების საქმიანობას შორის”-ქარტია

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” “ქართული ოცნების” პასუხს ეხმაურება და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მერმა, კახი კალაძემ ნამდვილად დასვა ტოლობის ნიშანი ძალადობრივ ქმედებებსა და ჟურნალისტების საქმიანობას შორის.

ქარტიის დირექტორის,მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსი იმ ძალადობრივ ქმედებებს ამართლებს რაც 5 ივლისს მოხდა.

“კახი კალაძემ ნამდვილად დასვა ტოლობის ნიშანი ძალადობრივ ქმედებებსა და ჟურნალისტების საქმიანობას შორის. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც საუბრობს პოლიტიკოსი და ფაქტობრივად ამართლებს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც განხორციელდა 5 ივლისს და რომლის შედეგადაც მედიის 53-ზე მეტი წარმომაადგენელი დაზარალდა.
განცხადებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მისი სიტყვები მიემართებოდა ზოგადად საზოგადოებას და მათში ასევე, მოიაზრებოდა ტელე ეთერებიც, თუმცა თუ კარგად მოვუსმენთ კახი კალაძის განმარტებას, იქ არ იყო საუბარი, რომ ტელე ეთერებსაც მიემართებოდა, არამედ პირდაპირ საუბარი იყო ტელევიზიებზე და ტელე ეთერებზე”, – თქვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ქარტიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე და კახი კალაძის განცხადება დაგმო. ამას “ქართულმა ოცნებამ” განცხადებითვე უპასუხა და ქარტია ცილისწამებაში დაადანაშაულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button