მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კალაძის აზრით ქვეყანაში ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა ულტმატუმს, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება. კალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს:

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში მაქსიმალურად, რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ მე თქვე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან თურქეთიდან სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე.

ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რონ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, რაც ნამდვილად მეამაყება, ჩემი მინისტრობის პერიოდში მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა ქვეყანაში, რაც ძალიან მაგარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას ვადა 24 მაისის 12 საათამდე მისცეს. ისინი ითხოვენ კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები უკვე დედაქალაქის პიკეტირებით იმუქრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button