პოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

კალაძის და გახარიას ურთიერთსაპირისპირო რიტორიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საჯარო პრეზენტაციების დროს, ურთიერთსაპირისპირო მესიჯებს ახმოვანებენ. ამჯერად, მათ პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარუდგინეს საზოგადოებას.

გიორგი გახარია

„არავის არაფერში არ უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი ყოველღიური შრომით, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი.“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი გაკვირვებულია, რომ 21 საუკუნეში, ქალაქ ვანს წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს.

„როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში, ვანში, 24 საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს? მარტივ, ელემენტარულ საკითებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდასოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა როგორც წყალმომარაგება, ასევე სანიაღვრე არხები, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ.” – განაცხადა გახარიამ.

პრეიმიერისგან განსხვავებით, კვლავ 2012 წლამდე არსებული ხელისუფლებისდროინდელ პრობლემებზე ისაუბრა და “ქართული ოცნების” წარმატებები ამ კონტექსტში განიხილა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

„მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი, დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და რთული იყო, თუ როგორ გამოვიარეთ, ეს ყველამ ვიცით. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. ეს ჩვენ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე გამოვცადეთ, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვდობიანად, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები. დღეს ჩვენი ხელისულებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. მინდა გითხრათ, რა გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა იმერეთში, თუნდაც სამტრედიაში, მაგრამ მე რომ არ დავიწყო ყველა იმ პროგრამის და პროექტის მოყოლა, რომელიც დავნერგეთ და რომლითაც სარგებლობს ბევრი მოქალაქე, მე მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები და ამას სჭირდება 24- საათიანი შრომა.” – განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button