მნიშვნელოვანი
„კალაძის საქმიანობაზე ბევრადაა დამოკიდებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მომავალი“ – ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ,,ქართული ოცნების“ წარმატებას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის ფაქტორი, თუ რა წარმატებას მიაღწევს კახა კალაძე თბილისის მერის ამპლუაში. ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.
,,ის არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ფიგურა, რომელსაც შეუძლია რეალური ცვლილებები მოახდინოს ქალაქის განვითარებაში. ამიტომ, კალაძის საქმიანობაზე ბევრად არის დამოკიდებული, ქართული ოცნების პოლიტიკური მომავალი“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, თბილისის მერებს შორის, კახა კალაძე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია და გასაკვირი არ არის, თუ უფრო შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები ექნება.
მოისმინეთ ხათუნა ლაგაზიძის ხმა.