გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას აგინა

პარლამენტში, მთავრობის წარმომადგენლებსა და “ნაციონალური მოძრაობას” შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ნიკა მელიამ პრემიერმინისტრს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი შემცვლელი უკვე მოძებნა და ის მხოლოდ ფორმალურად რჩებოდა თანამდებობაზე.
ამას პრემიერმინისტრის გაღიზიანება და მისი მხრიდან მელიას მისამართით გინება მოჰყვა.
პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” შეხვედრისას პრემიერმინისტრმა ნიკა მელიასთან მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას ზედმეტი ემოციების გამო ბოდიში მოუხადა.
პრემიერის თქმით სამწუხაროდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო, რაც არ იყო კარგი საყურებელი, თუმცა რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ჯერ საკუთარი ღირსების დაცვა ავალია და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.