სპორტი

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

31 აგვისტოს, შვეიცარიაში, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული ზონის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების სამივე მეტოქე გაირკვა.

ილია ზუროსის გუნდს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ჩრდილოეთ მაკედონიის, უკრაინის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ბარიერის გადალახვა მოუწევს.

ქართველი კალათბურთელები ამ ეტაპამდე მეორედ მივიდნენ და გამოცდილება წარმატების მოსაპოვებლად გამოადგებათ.

შეგახსნებთ, რომ საკალათბურთო მუნდიალის შესარჩევი ეტაპი 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლთ გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button