ახმეტის საკრებულოში იმპიჩმენტის პროცესი ჩაიშალა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ჩაიშალა.
შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს.

კენჭისყრის შედეგად გელა ჯუგაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 12–მა წევრმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო, 1 ბიულეტენი კი გაბათილდა. თითქმის იგივე შედეგი განმეორდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ წითელაურის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაშიც. 11 ხმით 10–ის წინააღმდეგ წითელაური დაკავებულ თანამდებობაზე დარჩა.

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ჯუგაშვილის შეფასებით, საკრებულოს ოპოზიციას მხოლოდ პირადი მოტივები ამოძრავებს. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ იცის რატომ დადგა მისი იმპიჩმენტის საკითხი.

საკრებულოს ათმა წევრმა თავმჯდომარეს და მის მოადგილეს უნდობლობა 28 აპრილს გამოუცხადა. განცხადებას ”ბურჯანაძე – დემოკრატების” 5 წევრი, ”ნაციონალური მოძრაობის” 4 და ”ლეიბორისტული პარტიის” ერთი წევრი აწერს ხელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button