კალათბურთის ქართული სუპერლიგა… „რუსთავი“ კვლავ ლიდერია

სუპერლიგის მორიგი ტურის პირველ მატჩში ქუთაისმა ლიდერი „რუსთავი“ მიიღო და დაძაბული ბრძოლა გაუმართა. იმის მიუხედავად, რომ მასპინძლები 6 წუთით ადრე შეხვედრას 7 ქულიანი სხვაობით იგებდნენ, საბოლოოდ, მატჩი რუსთაველთა გამარჯვებით, ანგარიშით 76:81 დასრულდა.
„ოლიმპის“ და თსუ-ს შეხვედრა პრინციპული და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სტუდენტებს ამ მატჩამდეც 3 შეხვედრა ქონდათ წაგებული და სტუმრად, უკვე მეოთხე შეხვედრა დათმეს.
ოლიმპმა სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარა.
ტიტებმა სახლში მგზავრები მიიღო. შეხვედრა სტუმრებმა 4 ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 68:64 მოიგეს. ამ გამარჯვებით, მგზავრები ჩემპიონატის ერთერთ ლიდერს, „დინამოს“ გაუთანაბრდა.
სწორედ ეს დინამო შეხვდა დედაქალაქის სხვა გუნდს, „ვერას“ და 25 ქულიანი სხვაობით, 92:77 დამარცხდა.
გია კაზანჯიანის „ბათუმმა“ არჩილ ჟღენტის „კაქტუსი“ მიიღო და 86:77 დაამარცხა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კაქტუსი მატჩს იგებდა, თუმცა ბათუმელთა რიგებში მოთამაშე ბალკანელმა ლეგიონერმა კატანოვიჩმა საკუთარი გუნდის სასარგებლოდ შემოაბრუნა თამაში და სტუმრებს გადამწყვეტ ბრძოლაში სძლია.