მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

1300-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ხანძრის გავრცელების ფართობი 59 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 5 ათასამდე ადამიანია ჩართული.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5500 ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button