კალიფორნიაში საარჩევნო უბანთან სროლის შედეგად ადამიანი დაიღუპა [Video]

8 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის გარეუბანში (შტატი კალიფორნია) მდებარე ქალაქ აზუსში, საარჩევნო უბნის მახლობლად, გამვლელებს იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაიჭრა – 2 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, – იუწყება CNN.

ბოროტმოქმედი მიიმალა, თუმცა მოგვიანებით იგი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ვარაუდით, საიერიშო შაშხნიდან ქალი ისროდა.

საარჩევნო უბანი, სადაც სროლის დროს 30 ამომრჩეველი იმყოფებოდა, სასწრაფოდ დაიხურა, თუმცა რამდენიმე საათში იქ სამუშაო განახლდა.

როგორც CBS-ი იუწყება, ცეცხლი უშუალოდ პოლიციელებს გაუხსნეს. ჩადენილი ბოროტმოქმედების მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს აშშ-ი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. Associated Press-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ლიდერობს. მან 49,2 მილიონი ამომრჩევლის ხმა მოიპოვა, ხოლო დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა – 47,6 მილიონი ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button