მნიშვნელოვანიმოზაიკა
კალიფორნიაში ტყუპები სხვადასხვა წელს დაიბადნენ

კალიფორნიაში ტყუპები 20 წუთის სხვაობით, სხვადასხვა თვესა და წელს დაიბადნენ.
ამის შესახებ გამოცემა “დეილი მეილი” წერს. და-ძმა ხოაკინი და აიტანა 2018 წლის იანვრის ბოლოს უნდა გაჩენილიყვნენ, თუმცა ისინი სამყაროს ცოტა ხნით ადრე, ახალი წლის ღამეს მოევლინენ.
ბიჭი შუაღამემდე, 2017 წლის 31 დეკემბერს გაჩნდა, მისი ტყუპისცალი და კი 20 წუთის შემდეგ, უკვე 2018 წელს დაიბადა.