მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კოვიდრეგულაციები შესაძლოა კიდევ შემსუბუქდეს

კოვიდრეგულაციები საქართველოში შესაძლოა შემსუბუქდეს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი კვირის შემდეგ დადებითობის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადახედავს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ყველაფერს შეეხება ეს ერთობლივად”, – განაცხადა თურნავამ.

კორონავირუსის გამო, დროებით დაწესებული შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა. მუშაობა აღადგინა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. სასწავლო პროცესი განახლდა სკოლებსა და ბაღებში.

ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button