კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს [Photo/video]

კალიფორნიის ხელისუფლება იძულებული შეიქმნა, რათა სან-ბერნარდინოს საგრაფოს 80 ათასი მკვიდრისთვის ევაკუაცია ჩაეტარებინა. ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, იქ ტყის ხანძარი მძვინვარებს.

ხანძარი სამშაბათს დილით დაიწყო და 6 ათასი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. 34,5 ათასი სახლი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

კალიფორნიის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა საგრაფოში, რომელიც ლოს-ანჯელესიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძარს 700 მეხანძრე ებრძვის.

ლეიქის საგრაფოს ქალაქ ლოუერ ლეიქში ცეცხლმა 15 კვადრატული კილომეტრი ფართობი მოიცვა და 175 შენობა-ნაგებობა გაანადგურა.

მსხვილი ხანძარი კალიფორნიის სამ საგრაფოში მძვინვარებს, რომელმაც ჯამში 121,4 ჰექტარი ფართობი ტერიტორია მოიცვა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40531″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button