კალიფრონიის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტში სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი გარდაცვლილი თავად თავდამსხმელია, მან თავი მოიკლა.

“მოხდა მკვლელობა და თვითმკვლელობა. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია”, – განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჩარლი ბეკმა.

ინციდენტის დროს უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. თავდამსხმელის ვინაობისა და მისი მოტივების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button