კამჩატკის ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე, უსტ-კამჩატსკის დაბასთან, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით – 13:59 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი, კამჩატკის ყურეში, 34 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა – გადმოსცემს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი.

დასახლებული პუნქტების მოსახლეობამ, რიხტერის სკალით, 4 ბალიანი ბიძგები იგრძნო. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button