მნიშვნელოვანირეგიონი

კამპანიას ” შინ ევროპისკენ,” თელავში კვლავ საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ

კამპანიას ” შინ ევროპისკენ,” თელავში კვლავ საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ” ქართული ოცნებიდან” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, მოსახლეობასთან შეხვედრების ჩასაშლელად ქუჩებში დაყვებიან.

სიტყვიერი შელაპარაკება თელავის ცენტრალურ გამზირზე მოხდა.
ევროპული კამპანიის ფარგლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბოტკოველი, თელავის ქუჩებში ფლაერებს არიგებენ და მოსახლეობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის საკითხზე ელაპარაკებიან.

საკრებულოს წევრებმა , “ქართული ოცნებიდან,” ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს არსებულ ვითარება და უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას 24 ივნისის გამოსვლა გააპროტესტეს.
საკრებულოს წევრთა იგივე შემადგენლობა, გუშინ, ” შინ ევროპისკენ” კამპანიის, სხვა მონაწილეებსაც დაუპირისპირდა.

დეპუტატებმა, პრორუსული კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, თელავის ისტორიული მუზეუმის შესასვლელში ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მუზეუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალეს.
უკვე მეორე დღეა, ევროპულ მოძრაობას თელავში, საკრებულოს წევრები, ლევან კოჭლოშვილი, დავით ღაღანიძე, ზურაბ

მუსაევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე შათირიშვილი და ” ქართული ოცნების” აქტივისტები უპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button