მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება.
მისი ცნობით, კანადის მთავრობის მხრიდან უკრაინისთვის დაპირებული ოთხი ტანკიდან პირველი ჰალიფაქსის აეროპორტიდან უკვე გაიგზავნა.
„დღეს, კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი Leopard 2 – საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის “, – წერს ანანდი.
მან დასძინა, რომ კანადა “უკრაინელი ხალხის გვერდით დგას”.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
გასულ კვირას კანადამ პირობა დადო, რომ უკრაინას Leopard 2-ის 4 ტანკს მიაწვდის.
კანადამ უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც იანვრის ბოლოს გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა და ნება დართო მესამე ქვეყნებსაც, მიეწოდებინათ ისინი კიევისთვის.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმები ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი.
გემშტაბიც განცხადებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსების თავდასხმები შეაჩერეს ლუგანსკის ოლქის კრემინას და შიპილივკას დასახლებებში, ასევე, დონეცკის ოლქში ვერხნეკამენსკოეს, ბლაგოდატნეს, კრასნა ჰორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს და კლიშჩიივკას რაიონებში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია ყურადღებას ამახვილებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლივკას მიმართულებებზე.

გენშტაბის თანახმად, გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 61 MLRS შეტევა, განსაკუთრებით ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია.

კუპიანსკის მიმართულებით მტერმა დაბომბა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება, დაიბომბა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, ზაპაროჟიეს სოფლები.

გენშტაბი აცხადებს, რომ ზოგიერთი მობილიზებული რუსი სამხედრო უარს ამბობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. 3 თებერვლის მდგომარეობით, ლუგანსკის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდა აღნიშნული კატეგორიის 600-მდე პირი.

გენშტაბი აღნიშნავს, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა განახორციელეს ხუთი დარტყმა მტრის პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიმართულებით, ასევე ორი დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button