მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კანადამ უკრაინის დასახმარებლად 38,1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

კანადა უკრაინას 52.4 მილიონი კანადური დოლარის (38 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინის მშვიდობის სამიტზე განაცხადა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

კანადის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაკეტის უდიდესი ნაწილი – 20 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 14.5 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც ბოლო თვეებში, რუსეთის თავდასხმების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა. 15.4 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 11.2 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინაში რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება. გარდა ამისა, 15.4 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 10.8 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯება ისეთ ჰუმანიტარულ მიზნებზე, როგორიცაა ომით დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების შექმნა და ომის დანაშაულის მსხვერპლთა დახმარება.

ამასთან, 2 მილიონი კანადური დოლარი (1.45 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო მუშაობის მხარდაჭერას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დახმარებით.
////////////////

დახმარება ითვალისწინებს 10,9 მილიონი დოლარის დახმარებას სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე იძულებით გადაადგილებული ბავშვების რეაბილიტაციისა და ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის. 14,5 მილიონი დოლარი გამოიყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის აღსადგენად. 11,2 მილიონი დოლარი რეფორმებს მოხმარდება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებს.

გარდა ამისა, კანადა 1,5 მილიონ დოლარს გამოყოფს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

მსგავსი პოსტები

Back to top button