კანადის პროვინცია ალბერტაში ტყის ხანძარია, რომელიც ბოლო მონაცემებით, 127 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძარის ჩაქრობას 600 მეხანძრე- მაშველი და 28 ვერტმფრენი ცდილობს, რასაც ხელს უშლის გვალვა და ძლიერი ქარი. ხანძარს უკვე მინიჭებული აქვს ინტენსივობის ყველაზე მაღალი დონე.
ხანძარი დასახლებულ პუნქტ ჰაი ლევლთან არის მისული, სადაც 200-მდე მეხანძრეა მობილიზებული. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული დასახლებულ პუნქტ ტრაუტ-ლეიკშიც, რომელსაც ხანძარი 14 კილომეტრზე მიუახლოვდა.