მნიშვნელოვანიმსოფლიო

“კანადაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო”

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯასტინ ტრიუდო მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე ეპიდვითარება უფრო რთული იქნება, ვიდრე გაზაფხულზე იყო.

„გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, – განაცხადა ტრიუდომ.

ცნობისათვის,ბოლო დღეების განმავლობაში კანადაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევევის ზრდა ფიქსირდება. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 147 753 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 243 ადამიანი დაღუპულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button