მსოფლიოსიახლეები

კანადაში შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

კანადის პროვინცია ახალ შოტლანდიაში შეიარაღებული პირი 12 საათის განმავლობაში ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რასაც სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი პოლიციელი. კანადის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 51 წლის გაბრიელ ვორტმანი იყო და მან პროვინციაში რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელიც მკვდარია.

დაღუპული პოლიციელი ჰეიდი სტევენსონია, ორი შვილის დედა, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 23-წლიანი სტაჟი ჰქონდა. სროლისას კიდევ ერთი პოლიციელი დაიჭრა.

ინციდენტი 18 აპრილს, გვიან ღამით დაიწყო და დაახლოებით 12 საათის შემდეგ დასრულდა. პოლიცია აცხადებს, რომ პროვინციის მასშტაბით დანაშაულის რამდენიმე ადგილია. ერთ მომენტში თავდამსხმელმა პოლიციის ფორმის მსგავსი ტანსაცმელი ჩაიცვა და გადაადგილდებოდა მანქანით, რომელიც პოლიციელისას ჰგავდა. პოლიცია არ ასახელებს თავდასხმის მოტივს, თუმცა მიანიშნებს, რომ პოლიციელის ფორმა და მანქანა მიუთითებს წინასწარ დაგეგმილ დანაშაულზე.

თანამედროვე კანადის ისტორიაში ეს ყველაზე სისხლიანი მასობრივი თავდასხმაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button