კანადაში ტყის ხანძრის გამო 80 ათასი ადამიანია ევაკუირებული [Photo/video]

კანადის პროვინცია ალბერტაში ტყის ხანძრის გამო 80 ათას მოსახლიანი ქალაქია ევაკუირებული. ფორტ მაკ-მიურეის მცხოვრებლებმა ქალაქის დატოვების ბრძანება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ ბენზინგასამართი სადგურები აფეთქდა, – იუწყება Reuters.

ადგილობრივი ხელისუფლრბის ინფორმაციით, ქალაქში უკვე რამდენიმე შენობა დაიწვა. მოსახლეობის ევაკუაცია იმის გამო რთულდება, რომ ქალაქს სხვა რაიონებთან ერთადერთი გზატკეცილი აკვშირებს, რომელის მახლობლად აგრეთვე ხანძარი მძვინვარებს.

CBS News-ის მონაცემებით, სიცხემ და ძლიერმა ქარმა ხანძრის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი. ინფორმაცია დაღუპულა და დაზარალებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ფორტ მაკ-მიურეი უმსხვილესი ნავთობსაბადოების მახლობლად მდებარეობს. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის ფართობმა 2,6 ათას ჰექტარს მიაღწია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34598″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button