კანადელ აბორიგენთა თემში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს [Photo/Video]

კანადის პროვინცია ონტარიოში არსებულ ატავაპისკატის თემში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ვინაიდან იქ ბოლო 2 თვის მანძილზე თვითმკვლელობის 40 შემთხვევა დაფიქსირდა, – იუწყება კანადური გაზეთი Press.

“ატავაპისკატის თემში მომხდარი ამბები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ძირძველი ხალხის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად”, – დაწერა საკუთარ Twitter-გვერდზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ.

როგორც გაზეთი გვაცნობებს, მხოლოდ შაბათს – 9 აპრილს 2 ათასიან თემში თვითმკვლელობა 11 ადამიანმა ცადა.

კანადაში ამჟამად 1,4 მილიონი აბორიგენი ცხოვრობს და ქვეყნის მოსახლეობის 4% შეადგენს. მათი ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე კანადის დანარჩენ მკვიდრთა, ამიტომ ისინი ხშირად ხდებიან ნარკოდამოკიდებულებისა და ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლნი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33090″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button