კანადელი თინეიჯერების ფინალი ამერიკის ღია პირველობაზე.#სენსაცია ქალთა ჩოგბურთში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/09/რადუკანუ.jpg)
ამერიკაში მიმდინარე ღია პირველობას ახალი თაობის ფინლისტები ყავს. რეიტინგის 73-ე ადგილოსანი 19 წლის ლეილა ფერნანდესი და 150 -ე ადგილზე მყოფი, კანადაში დაბადებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 18 წლის ემა რადუკანუა.
ეს იმის მანიშნებელია, რომ US OPEN-ის სენსაციური ფინალი შედგა და დღეს, 10 სექტემბერს საჩოგბურთო სამყაროს ახალი ქალი ვარსკვლავი ეყოლება.
22 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი ფინალური შეხვედრა, სადაც ასეთი მცირე ასაკის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. მაშინ, 1999 წელს, ნიუ-იორკში, სერენა უილიამსმა მარტინა ჰინგისი დაამარცხა.
„ვერ ვიჯერებ, ეს შოკია, დიდი სლემის ფინალში ვარ ამ ასაკში“ – ეს რადუკანუს სიტყვებია, რომელმაც დიდ სლემზე მიმდინარე წლის ივლისში პირველად ითამაშა.
სპეციალისტების განმარტებით, რადუკანუ მემარჯვენე მოთამაშეა, ძლიერად არ ურტყამს, თუმცა ზუსტი პასები აქვს. მას ჯერ არცერთი ტურნირი არ მოუგია და შანსი აქვს, პირდაპირ დიდი სლემით დაიწყოს ტიტულების დაგროვება. მისი სპონსორი nike-ა
ლეილა ფერნანდესი მემარცხენეა. ძლიერად ურტყამს და კარიერაში ერთი ტურნირი, მონტერეის ასპარეზობა აქვს მარტში მოგებული. მას კონტრაქტი Asics-თან აქვს გაფორმებული.
ფინალის მოგების შემთხვევაში, რადუკანუ 150-დან 23-ე საფეხურზე გადაინაცვლებს, ფერნანდესი კი 73 ადგილიდან 19-ე პოზიციაზე გადავა.
ნიუ-იორკის ფინალში მოგებულს 2 100 000 დოლარი ერგება, ფინალში დამარცხებულ ჩოგანს კი 1 000 000 დოლარი.