კანადელმა ინჟინერმა მფრინავი საბრძოლო ბაიკის კონცეპტი წარმოადგინა [Video]

კანადელმა ინჟინერმა, შარლ ბომბარდიემ მფრინავი საბრძოლო ბაიკის კონცეპტი შექმნა, რომელსაც Zaxon-ი დაარქვა.

Zaxon-ი ჩვეულებრივი მოტოციკლისგან არაფრით განსხვავდება, ოღონდ იგი აღიჭურვება რეაქტიული ძრავებით, რომელიც მას ფრენის საშუალებას მისცემს. 2 დიდი ზომის ძრავა სატრანსპორტო საშუალების წინა ნაწილში განთავსდება, ხოლო 2 მცირე ზომისა კი უკანაში. ბაიკში 4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა უნდა დაეტიოს. ასევე Zaxon-ი პარაშუტითაც იქნება აღჭურვილი.

ბაიკი 240 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს და ფრენის დროს რაკეტების ერთდროული გასროლის ფუნქცია ექნება.

როგორც გამოცემა Wired-ი აღნიშნავს, პროექტი ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა და მისით მხოლოდ რომელიმე მსხვილი ქვეყნის შეიარაღებული ძალები თუ დაინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ Zaxon-ის მსგავსი მფრინავი აპარატი უკვე გამოგონებულია. იგი მიმდინარე წლის გაზაფხულზე ბრიტანელმა კოლინ ფერზმა შექმნა და დაამტკიცა, რომ მფრინავი ბაიკი ხუმრობა არაა და საკმაოდ რეალური აპარატია.

https://www.youtube.com/watch?v=tSDW7IM9sLs

მსგავსი პოსტები

Back to top button