კანადის ხელისუფლებამ მესამე სქესი ოფიციალურად აღიარა [Photo/video]

კანადაში მესამე სქესი ოფიციალურად აღიარეს. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საბუთებში ასო «Х»-ს გამოიყენებენ, განაცხადა კანადის მთავრობის ხელმძღვანელმა, ჯასტინ ტრიუდომ, – იუწყება გამოცემა Life.

ეს გადაწყვეტილება კანადის ხელისუფლებამ ორლანდოს გეი-კლუბში 12 ივნისს მომხდარი ტერაქტის შემდეგ მიიღო. მაშინ ტერორისტის მიერ კლუბზე მიტანილი იერიშის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაიჭრა.

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო ქვეყნის პირველი მოქმედი პრემიერი გახდა, რომელიც კვირას, 3 ივლისს ტორონტოში ჩატარებულ ლგბტ-აღლუმს ოფიციალურად დაესწრო.

“ეს ჩემთვის ლგბტ-საზოგადოების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი შესანიშნავი დღესასწაულია”, – განაცხადა ტრიუდომ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37702″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button