კანადის კრუიზული გემი ვეშაპმა ჩაძირა

26 ოქტომბერს, ბრიტანეთის კოლუმბიაში კრუიზული გემი – “Leviathan II” ჩაიძირა. Associated Press-ის ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ვეშაპი გახდა.

როცა ტურისტები გემბანიდან თვალს ვეშაპების თამაშას ადევნებდნენ, ერთ-ერთი ცხოველი წყლიდან ამოხტა, კუდი მძლავრად მოიქნია და გემის მარჯვენა ბორტს მიარტყა. შედეგად, გემი გადაბრუნდა, მგზავრები და ეკიაჟის წევრები კი წყალში გადავარდნენ. 5 ადამიანი დაიღუპა, 1 დაიკარგა.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, კანადის სანაპიროსთან, დასახლებულ პუნქტ ტოფინოს მახლობლად, კრუიზული გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button