მნიშვნელოვანიმოზაიკასიახლეები
ოსკარზე კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს

წელს, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს.
ესენია: “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი; “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია;
“ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა;
წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია, ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.
კანდიდატი ფილმის სახელი 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.