
ფესტივალ „Coachella“-ში რომელზეც, კანიე უესტი ერთ-ერთი ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო, ის აღარ მიიღებს მონაწილეობას ამის შესახებ ინფორმაციას Billboard-ი ავრცელებს.
იანვრის დასაწყისში არტისტმა განაცხადა,, რომ არ უნდა Coachella-ს მთავარ სცენაზე გასვლა და ფესტივალის მოედანზე გიგანტური გუმბათის აღმართვა მოითხოვა. მისი ჩანაფიქრით, ის გუმბათის ცენტრში უნდა მდგარიყო და გამოსვლა ვიდეოეფექტებით გაფორმებულიყო.
Coachella-ს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ გუმბათის აგებას რამოდენიმე თვეში ვერ მოასწრებდნენ. ამას გარდა, მისი აშენების შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა ფესტივალის ტერიტორიის შეცვლა. კანიე უესტი ორგანიზატორებმა მომღერალ არიანა გრანდეთი ჩაანაცვლეს.