სპორტი

კანკავას და კაშიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე სლოვანის რიგებში

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, – „შემროკ როვერსი“ 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლი ბრაზილიელ რაფაელ რატაოს ანგარიშზეა.

კაშიამ სტადიონზე 90 წუთი დაჰყო. კანკავამ 50-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ის 73-ე წუთზე შეცვლა.

ქართველმა ფეხბურთელებმა სადებიუტო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 2:0 გამარჯვებით დაასრულეს.

განმეორებითი შეხვედრა ამ წყვილს შორის 14 ივლისს ირლადიაში გაიმართება. სპეციალისტების აზრით, „სლოვანი“ ფავორიტია და იმედოვნებენ, რომ ის ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მოახერხებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button