მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კანონი სუს-ს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს-საია

“ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”, კანონში ცვლილებებს, საიას ხელმძღვანელი ეხმაურება. ნიკა სიმონიშვილის თქმით, „სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში“

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში! ამასობაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს.

ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში იხილებოდა და მაშინ მესამე მოსმენის კენჭისყრაზე გაჩერდა, ახლა კი ბოლომდე მიიყვანეს საქმე. ასე რომ, სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში – წერს სიმონიშვილი.

“ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”, კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით 10 ივნისს დაამტკიცა.

კანონს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 – წინააღმდეგი წავიდა.

პროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

კანონი 2021 წლის 30 დეკემბერს შევა ძალაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button