საფრანგეთის ხელისუფლებამ დრონით ფოსტის მიტანის ნება დართო [Video]

საფრანგეთის ნაციონალური საფოსტო სამსახურის, La Poste-ს შვილობილმა კომპანია DPDgroup-მა დრონების მეშვეობით ფოსტის მიტანის ნებართვა ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოსგან მიიღო. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

საფოსტო უპილოტო საფრენ აპარატ DPDgroup-ს გზავნილის ადგილზე მიტანა 20 კილომეტრი მანძილის გავლით შეუძლია. მისი ფრენის სიჩქარე 30კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო წერილებისა და გზავნილების მაქსიმალური წონა – 1,5 კილოგრამს. დრონის ფრენა ავტონომიურ რეჟიმში GPS-ის მეშვეობით ხორციელდება და მას ოპერატორი პულტის დახმარებით აკონტროლებს.

ამჟამად კომპანია დრონის მეშვეობით ფოსტის მიტანას 14-კილომეტრიანი მარშრუტით, სენ-მაქსიმენ-ლა-სენტ-ბომიდან პურიერის კომუნაში ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button