მნიშვნელოვანისაქართველო

“კანონპროექტის ჩაგდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ცუდად აისახება”

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ კრამერმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, „ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს დააკისრა.

„ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში კრამერმა განმარტა, რომ არ შეიძლება მომხდარში ოპოზიცია დაადანაშაულო, რადგან 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას თავად „ქართულმა ოცნებამ” არ დაუჭირა მხარი.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უარყოფითი შედეგია და ის ცუდად აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.

მოვლენები უარყოფითად შეაფასა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა საქართველოში. როგორც ლუის ნავარომ განაცხადა „ქართული ოცნების” მიერ ცვლილებებზე უარის თქმის მიზეზი 2020 წელს ძალაუფლების დაკარგავის შიშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button