კანზასში მასობრივი მკვლელობა მოხდა: 3 ადამიანი დაიღუპა [Photo/video]

ამერიკის შტატ კანზასის ქალაქ ჰესტონის მკვიდრმა, რომელიც გაზონების მთიბავი მანქანების დამამზადებელ კომპანიაში მუშაობდა, თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ტრაგედიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 14 დაიჭრა, – იუწყება სააგენტო АР.
ბოროტმოქმედმა ქალაქში სროლა რამდენიმე ადგილზე ატეხა. ჯერ საკუთარი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი Excel Industries-ის ფაბრიკის ავტოსადგომსა და მის ტერიტორიაზე განლაგებულ ნაგებობებს სროლა აუტეხა. სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, რომ დამნაშავე ადგილზევე დაეხვრიტათ.
ადგილობრივმა გაზეთმა – Hesston Record-მა მკვლელის ვინაობა გაასაჯაროვა. მისი თანამშრომლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სედრიქ ფორდი გრძელლულიანი თოფითა და პისტოლეტით იყო შეიარაღებული.
ფაბრიკის მახლობლად განლაგებული სკოლა, სადაც სროლის დროს 400 მოსწავლე იმყოფებოდა, სასწრაფოდ დაიხურა. საბედნიეროდ, ბავშვები არ დაშავებულან.
როგორც გაზეთი აშნიშნავს, ქალაქი ჰესტონი, რომლის მოსახლეობა 3700 ადამიანს შეადგენს, კანზასის შტატის უმსხვილეს დასახლებულ პუნქტ უიჩიტოსთან 50 კილომეტრშია განლაგებული.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30222″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]