მსოფლიოსიახლეები

კაფსულა, COVID-19-ით ინფიცირებულთა ტრანსპორტირებისთვის

უკრაინაში, პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგში სპეციალური კაფსულა შექმნეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი.

კაფსულა ჰერმეტულია, თუმცა, მას აქვს სპეციალური განყოფილებები ჰაერის მიწოდებისთვის. ეს მოწყობილობა 16 კილოგრამს იწონის და ამჟამად საბოლოო ტესტირებებს გადის, რის შემდეგაც ის, შესაძლოა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გამოიყენონ.

ამასთანავე, კაფუსლაში დამონტაჟებულია სამედიცინო ნიღაბი, ჟანგბადის მიწოდების მექანიზმი, კომპრესორი და ჰაერის ფილტრი. ასევე, კაფსულას აქვს სპეციალური ხელთათმანებიც, რომლითაც, ექიმები კაფსულაში მყოფ პაციენტს საჭირო პროცედურებს ჩაუტარებენ.

მსგავსი კაფსულებისმაგვარი მოწყობილობები ინფიცირებულთა გადაყვანისთვის უკვე გამოიყენება, მათ შორის, რუსეთში, სადაც მათ მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტრანსპორტირების მეთოდი არასწორია და სტრესის გამომწევი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button