კარდაშიანმა 3 წლის შვილი ფსიქოთერაპევთთან გააგზავნა [Video]

ტელედივა კიმ კარდაშიანს მეორე შვილის გაჩენის შემდეგ პრობლემები მოემატა. მან არა მხოლოდ ზედმეტ წონასთან ბრძოლა დაიწყო, არამედ საკუთარი ქალიშვილის – ნორტის ეჭვიანობასთანაც, – გვაცნობებს Elle.

გამოცემასთან ინტერვიუში კარდაშიანმა აღიარა, რომ მისი 3 წლის ქალიშვილი ყურადღების ცენტრში ყოფნას შეეჩვია, მშობლები და ახლობლები მას ძალიან ათამამებენ, მაგრამ ახლა, როცა მას უმცროსი ძმა შეეძინა, ნორტმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჭირვეულობა და ისტერიკების ატეხვა დაიწყო.

ბაშვის მშობლები ძალიან შეშინდნენ და სპეციალისტებს მიმართეს, რის შემდეგაც ნორტმა ფსიქოთერაპიის სპეციალური კურსები გაიარა.

როგორც კიმ კარდაშიანმა აღნიშნა, მის ქალიშვილს ფსიქოთერაპევთთან ურთიერთობამ მაიცდამაინც არ უშველა და ის პერიოდულად ისტერიკებს ისევ მართავს.

“უკვე აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო. როცა ნორტი ტირის, მამამისს ნერვები ეშლება, ბავშვის დაწყნარებას ცდილობს, სტუდიაში ვეღარ მუშაობს, მერე კი ბრაზობს, რომ ვერაფრის გაკეთებას ასწრებს”, – განაცხადა კარდაშიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button