კარდენახში 10 ადამიანი დაავადდა
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში 10 ადამიანს საქონლის ხორცის მოხმარების შემდეგ გამონაყარი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება აღენიშნება – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” გაზეთ “კახეთის ხმიდან”აცნობეს. დაზარალებული5 მოქალაქე გამოკვლევებს დედაქალაქში იტარებს.
როგორც კარდენახის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, დაავადების მიზეზი უბანში დაკლული ძროხა გახდა, რომლის ხორცის მოხმარების შედეგად ადამიანები ავად გახდნენ.
საქონლის კონკრეტულად რომელი დაავადების ფორმაა, მედიკოსებისათვის ჯერ უცნობია. ინფორმაციას დაავადების გავრცელების შესაძლო ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოშიც ადასტურებენ:
სამმართველოს უფროსის ზურაბ ვეფხიშვილის განცხადებით, ფაქტის დადგენისთანავე სააგენტოს თანამშრომლებმა ხორცი ამოიღეს და შესასწავლად ლაბორატორიაში გააგზავნეს. ანალიზის პასუხები ჯერ უცნობია.