კარდენახში 68 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი დამხრჩვალია. 68 წლის ჯეირან აბაშიძეს მაშველებმა სამდღიანი ძებნის შედეგად მიაკვლიეს.

ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში არხში საბანაოდ ჩავიდა.

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და კახეთის სამაშველო სამსახური იყო ჩართული.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button