რეგიონი

“კარდენახში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის გოგო გარდაიცვალა”

გამოძიების წინასწარი მონაცემებით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა 16 წლის გოგოს გარდაიცვალების მიზეზი.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოხდა.

გოგო სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც აბაზანაში, სავარაუდოდ უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გაჟონა. გოგო რომელიც მე-10 კლასის მოსწავლე იყო საკუთარ სახლში, სოფელ კოლაგში გადაასვენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button