დელფინმა ქალს ფეხები მოამტვრია [Video/Photo]

წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროსთან, დელფინი წყლიდან ამოხტა და სასეირნო კატარღაზე დაეცა, რომელზეც ოთხკაციანი ამერიკული ოჯახი ისვენებდა.

ცხოველის წარუმატებელი კულბიტის შედეგად, ქალბატონი კრისი ფრიკმანი დაშავდა. დელფინი მას ფეხებზე დაეცა და ორივე წვივი მოსტეხა, – იუწყება The Orange County Register.

ქალბატონის ქმარმა დირკ ფრიკმანმა, ცოლი დელფინის „ტყვეობიდან“ დაიხსნა და გეზი სანაპიროსკენ აიღო.

„მთელი გზა, 160 კილოგრამიან დელფინს წყალს ვასხამდი, რათა ცხოველი გაუწყლოებისგან არ დაღუპულიყო. ყურეში შესვლისას, სანაპიროზე მყოფი ხალხის დახმარებით, დელფინი წყალში გავუშვით, – ამბობს დირკ ფრიკმანი.

ქალბატონი ფრიკმანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”11693″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button