მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„კარგი საუბარი“ და „ძალიან სწორ გზაზე ვართ“-ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდგე განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან ,,კარგი სატელეფონო საუბარი,, ჰქონდა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის განმარტებით, განხილვის დიდი ნაწილი დაეთმო ვლადიმერ პუტინთან გუშინდელ ზარს, რათა მოხდეს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების თვალსაზრისით შეთანხმება. მისივე თქმით, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება მალე გამოქვეყნდება.

ტრამპის შეფასებით, „ძალიან სწორ გზაზე ვართ“.

„ახლახან დავასრულე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი. ის დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა. განხილვის დიდი ნაწილი ეფუძნებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა მოხდეს რუსეთის და უკრაინის მოთხოვნების და საჭიროებების თვალსაზრისით შეთანხმება. ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ უოლცს, რომ ზუსტად აღწერონ განხილული საკითხები. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის 2 საათიანი სატელეფონო საუბარი დასრულდა

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის დროს ყირიმისა და სხვა რეგიონების რუსეთის ტერიტორიად აღიარებისა და უკრაინაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ პესკოვმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტებს ასევე არ განუხილავთ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების შესაძლო განთავსება. ისინი არც გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საკითხს შეხებიან.

ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების დროს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტა იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი. მისი თქმით, ეს თემა პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილეს.

„ეს საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ნებისმიერი კონტაქტის დროს, რომელიც მომავალში ჩატარდება ჩვენსა და ამერიკელებს შორის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საჯაროდ განხილვა მოხდეს. ამის გაკეთებას ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

როგორც კრემლის პრესმდივანმა თქვა, ვლადიმერ პუტინი ყოველთვის საუბრობდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ჩამოყალიბების აუცილებლობაზე,

„რაც შეეხება ახალ მსოფლიო წესრიგს, პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის საუბრობდა ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. სწორედ იმაზე, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button