“კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები მიიღო”
“8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოვუწოდებ, მისცენ ხმა საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის.” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ევროპარალმენტარი საკონსიტუციო კანონპროექტის მხარდაჭერას დადებითად აფასებს.
“კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 136 ხმით, ცვლილებები მიიღო. ეს აშკარად დადებითი სიგნალია. 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოვუწოდებ, მისცენ ხმა მათი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის.” – წერს კალიურანდი.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.