კარიკატურის ავტორი Charlie Hebdo-ს ტოვებს

ფრანგმა მხატვარმა რენალ ლუზიემ განაცხადა, რომ ტოვებს ჟურნალ Charlie Hebdo-ს. ამბობს, რომ ჟურნალის ყოველი ნომრის გამოშვება, მისთვის წამების ტოლფასია, რადგან კოლეგები, რომლებთანაც ის მუშაობდა, მასთან აღარ არიან.

შეგახსენებთ: საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა. სროლა სატირული გამოცემის Charlie Hebdo-ს პარიზის ოფისში 7 იანვარს დაიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაუყოვნებლივ უწოდა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა. ეს ყველაზე შემზარავი მასობრივი მკვლელობაა მას შემდეგ, რაც 1989 წელს კრისტიან დორნიემ 14 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ისლამისტი ტერორისტები აღაშფოთა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურული ნახატის გამოქვეყნებამ, რის გამოც ჟურნალის რედაქტორი, კარიკატურის ავტორები, სხვა თანამშრომლები და ერთი პოლიციელი მოკლეს თავდასხმის დროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button