მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კარლ ჰარცელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავს ეხმაურება

9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავს ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და წერს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას.

“9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას”, – წერს კარლ ჰარცელი

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

უკვე 32 წელია, საქართველოში პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.
2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.

1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button