მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კარლ ჰარცელი “ნაციონალებს”შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერსიკენ მოუწოდებს

შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს კარლ ჰარცელი.

“ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა იყო მნიშვნელოვანი დღე, ამდენი დროის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყო 148 დეპუტატი, რაც დასტურია იმის, რომ არსებობს მზაობა ძალიან სერიოზული მუშაობის დასაწყებად სიღრმისეულ საკითხებზე. მაქვს იმედი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” განიხილავს შესაძლებლობას, რომ დოკუმენტზე ხელი მოაწეროს. ასევე გამოავლენენ თავის მზაობას, რომ იყვნენ კონსტრუქციული ძალა და გაიზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც აღებული იქნა შეთანხმებაზე ყველა ხელმომწერის მიერ, ეს იქნება მუშაობის გაგრძელების სტიმული,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი შეწყვიტა და მეათე მოწვევის პარლამენტის სამუშაო პროცესში ჩაერთო, თუმცა პარტია ამ დრომდე უარს ამბობს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button