მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენგურჰესმა მუშაობა განაახლა

მუშაობა განაახლა ენგურის ჰიდროელექტროსადგურმა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, ჰესი დამატებით წელიწადში დაახლოებით 90 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

„ენგურჰესი არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ინავარში გაჩერდა. მიზეზად , სარემონტო სამუშაოები დასახელდა.

პროექტის ღირებულება 45 მილიონი ევროა, საიდანაც 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია და 38 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button