მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სომხრეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 13 თებერვალს, 05:30 საათიდან ცეცხლი გაუხსნეს ნერკინ ხანდის რეგიონში მდებარე სომხურ პოზიციებს.

ნერკინ ხანდის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლას სომხურ მხარეს, მსხვერპლი მოჰყვა წინასწარი მონაცემებით, ოთხი ადამიანია დაღუპული და არიან დაჭრილები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბაქო ირწმუნება, ცეცხლი სომეხმა ჯარისკაცებმა გახსნეს.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხური მხარის პროვოკაციული ქმედების საპასუხოდ ჩატარდა ოპერაცია „შურისძიება“, რომლის ფარგლებშიც განადგურდა სომხეთის საბრძოლო პოსტი სოფელ ნერქინ-ჰანდის რაიონში, საიდანაც, მათი ცნობით, რამდენიმე საათით ადრე, 20:50 საათიდან 23:40 საათის პერიოდში აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, კერძოდ, კოხანაბისკენ ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის ცნობით, საპასუხო დარტყმისას სომხურმა მხარემ დანაკარგები განიცადა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის განხსნის თაობაზე აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას უარყოფს.
„12 თებერვალს, 20:50 და 23:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა პოზიციებიდან, ტოვუზგალის რაიონის დასახლების ჩინარლის მიმართულებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”,- იუწყება სააგენტო Trend-ი.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული მედია „ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურის განადგურების შესახებ“, წერს რომლებმაც „დაარღვიეს ზავი და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას“.

12 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში ბაქოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

აზერბაიჯანი სომხეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სამხედრო ესკალაციისგან. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის სამხედრო ესკალაცია სამშვიდობო პროცესს ძირს გამოუთხრის.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, „სრულიად უსაფუძვლოა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხური მხარის პროვოკაციის წინააღმდეგ გატარებული ზომები არის ესკალაციის საბაბი“.

„აზერბაიჯანის მხარემ აღმოფხვრა საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა სომხეთის სამხედრო პოსტიდან სამხედრო პროვოკაციის შემდეგ, რის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ეს ღონისძიება იყო მხოლოდ საპასუხო მოქმედება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „აზერბაიჯანი ეძებს საბაბს საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს“.

აზერბაიჯანი ეძებს საბაბს საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სომხეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული მოთამაშეების ძალისხმევა, რომ განახლდეს მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სამხედრო პროვოკაციებისკენ. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება სტაბილური იყო.

ერევანი აცხადებს, რომ ინფორმაციას სწავლობს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამწვავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button