მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კართუბანში სახალხო დღეობა “მამუკაობა” იმართება

დღეს, ლაგოდეხის რაიონის სოფელი კართუბანი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სახალხო დღეს აღნიშნავს. მამუკა ნოზაძის სახელს ატარებს სოფლის სტადიონი და ქუჩა, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

“მამუკაობაზე” ტრადიციულად, სპორტული ასპარეზობები იმართება, გამარჯვებულს კი მამუკა ნოზაძის სახელობის გარდამავალ თასს გადასცემენ. წელს ღონისძიებები კოვიდ-რეგულაციების დაცვით ტარდება.

9 აპრილის გმირის საფლავი დღეს რიგითმა ლაგოდეხლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის ნაწილებმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაცია ტანკების, ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის საშუალებით დაარბიეს.

ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის ორი, მამუკა ნოზაძე და შალვა ქვასროლიაშვილი, კახეთიდან იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button