“კარტლისმა” ვაზის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიების პრეზენტაცია გამართა
კომპანია “კარტლისი” მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს,სწორედ ამ მიზნით 13 ნოემბერს კაჭრეთის “ამბასადორში” გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ვაზის დაცვის დანამედროვე ტექნოლოგიები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოში არსებული მოქმედი ღვინის ქარხნის წარმომადგენლები და ასევე მაღალჰექტრიანი მევენახეები.
სპეციალური მოწვევით სტუმრად ჩამოვიდა კომპანია კარტლისის პარტნიორი კომპანია კორტევა საფრანგეთი და კორტევა უკრაინა,რომელმაც წარადგინა უნიკალური ფუნგიციდი ვაზის დაცვის პრეპარატი ზორვეკი იგი ცნობილია სლოგანით – პრეპარატი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს,რომელიც საშუალებას იძლევა ყოველ წელს გვქონდეს ჯანსაღი მცენარე,მიუხედავად კლიმატური მოწვევებისა,მან უვკე მსოფლიოს გარშემო უმაღლესი ხარისხის სახელი დაიმკვიდრა და ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და ის ეხლა უკვე საქართველოშია.
პრეზენტაცია დასრულდა საზეიმო გალა ვახშამით, რომელსაც უძღვებოდა მსახიობი ვანო იანტბელიძე და მუსიკალური გაფორმება “თეატრალურის კვარტეტი”.
“კარტლის აგროსისტემები” ქართულ ბაზარზე უკვე 22 წელია წარმოდგენილი და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო არჩევანს სთავაზობს.
კარტლისმა ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა და ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა. ის დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია გახლავთ.
“ქართული ღვინო და ვაზი ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას”. – აცხადებენ კარტლისში.