მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა იწყება

ე.წ კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება. სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია და მას რეალურ ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button